2021 წლის ნოემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ, პათოლოგ-ანატომ მარიამ რუსიძეს, ტულუზის (საფრანგეთი) “პოლ საბატიეს” უნივერსიტეტის სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენჭა დოქტორის წოდება ფუნდამენტურ მეცნიერებებში. მან დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ესტროგენის რეცეპტორ ალფას (ERa) ბირთვული და მემბრანული ფუნქციების როლი რეპროდუქციულ სისტემაში: პლაცენტის სისხლძარღვოვან განვითარებასა და საკვერცხის ფიზიოლოგიაში".
მარიამის წარმატებისკენ სვლა 2017 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „პათოლოგიური ანატომიის“ რეზიდენტის სტატუსით ის ERASMUS+ ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 1 წლით გაემგზავრა ტულუზის (საფრანგეთი) პოლ საბატიეს უნივერსიტეტში (Université Toulouse III-Paul Sabatier).
„ჯანმრთელობისა და სამეცნიერო კვლევების საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტის“ (INSERM) სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია I2MC-ის ბაზაზე მარიამმა ჯერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, შემდგომ კი ამავე ინსტიტუტის მოწვევით ჩაირიცხა სწავლების სადოქტორო საფეხურზე.
2021 წლის ზაფხულზე, ორწლიანი აკადემიური პროგრამის გავლის შემდეგ, მარიამმა მიიღო დამატებითი დიპლომი „მოლეკულური პათოლოგიის“ განხრით, ხოლო ნოემბერში მას მიენიჭა დოქტორის წოდება.
ამჟამად, მარიამი აგრძელებს კლინიკურ-სამეციენიერო საქმიანობას ტულუზის სიმსივნის საუნივერსიტეტო ინსიტუტის IUCT- Oncopole-ის პათოლოგიური ანატომიისა და ციტოლოგიის განყოფილებაში.