2019 წლის 11 სექტემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ,,ფარმაცევტული ანალიზი“ მაგისტრანტი სალომე ასანიძე ERASMUS + ის კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ლიეჟის უნივერსიტეტში ( ბელგია).
მობილობით გათვალისწინებულ დისციპლინას თსსუ-ის სტუდენტი ეუფლებოდა ლიეჟეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო ლაბორატორიულ პრაქტიკას ფარმაკოგნოზიის კათედრაზე.
პროგრამა მოიცავდა კვლევას, რომლის მიზანი იყო: საქართველოში მოზარდთა ზოგიერთი ენდემური მცენარის ანტიმალარიული აქტივობის განსაზღვრა, ციტოტოქსიკური მოქმედების დადგენა და ფიტოქიმიური სკრინინგი. სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი მიშელ ფრედერიხი.
პროექტი მოიცავდა in vitro ექსპერიმენტებს. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები: ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრია და თხელფენოვანი ქრომატოგრაფია.