2024 წლის დეკემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სახელობითი სტიპენდიატი სტუდენტები დააჯილდოვეს.
სხდომას, საბჭოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო სტუმრები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; სახელობითი სტიპენდიის დამფუძნებლები: თსსუ-ის ემერიტუსი, პროფესორი დავით გორდელაძე; „იმედის კლინიკის” ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი დავით (ბუკა) კობეშავიძე; კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი ბებიაშვილი.
სხდომა გახსნა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ. აუდიტორიას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც სტიპენდიატ სტუდენტებს წარმატება მიულოცა და გამოხატა მადლიერება სახელობითი სტიპენდიის დამფუძნებლების მიმართ. „მსგავსი ქმედებით ახალგაზრდებს არა მარტო ვუფასებთ შრომას და ვუმაღლებთ მოტივაციას, არამედ ზნეობისა და ადამიანობის გასაოცარ მაგალითს ვაძლევთ“, - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას სტიპენდიატი სტუდენტები წარუდგინა:
ელენე ბადურაშვილი (XI სემესტრი) – თსსუ-ის ემერიტუსის, პროფესორ დავით გორდელაძის სახელობის სტიპენდიატი. სტიპენდიის დამფუძნებელი პროფესორი დავით გორდელაძე;
ელენე ძამუკაშვილი (XI სემესტრი) – პროფესორ შიო გუგეშაშვილის სახელობის სტიპენდიატი. სტიპენდიის დამფუძნებელი პროფესორი დავით გორდელაძე.
გიორგი ჯამბურია (IX სემესტრი) – „იმედის კლინიკის” სახელობის სტიპენდიატი, სტიპენდიის დამფუძნებელი თსსუ-ის საპატიო დოქტორი დავით კობეშავიძე.
მარიამ დალაქიშვილი (XI სემესტრი) – "ჰეალაინ ინტერნეიშნლის" სახელობის სტიპენდიატი. სტიპენდიის დამფუძნებელი მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი ბებიაშვილი.
გიორგი გენგაშვილი (XI სემესტრი) – "ჰეალაინ ინტერნეიშნლის" სახელობის სტიპენდიატი. სტიპენდიის დამფუძნებელი მედიცინის აკადემიური დოქტორი ირაკლი ბებიაშვილი.
ანასტასია ასათიანი (V სემესტრი) - საქველმოქმედო ფონდ „იავნანას” სახელობის სტიპენდიატი.
სტიპენდიის დამფუძნებლებმა სტუდენტებს დამსახურებული წარმატება მიულოცეს და მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან ერთად სერტიფიკატები გადასცეს. თავის მხრივ, სტუდენტებმა გამოხატეს მადლიერება სახელობითი სტიპენდიის დამფუძნებლებისა და უნივერსიტეტის მიმართ ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის.