თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება - 2022

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება - 2022

2022 წლის 25 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მედიცინის ფაკულტეტის 400-ზე მეტ კურსდამთავრებულს ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ,   მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან რუხაძემ და კურსდამთავრებულმა ნინო სახანბერიძემ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თითოეულ კურსდამთავრებულს უსურვებს კარიერულ წინსვლას და წარმატებულ მომავალს!