თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: სოლომონ ერგემლიძე, გიგი გზობავა, ნანი ტატიშვილი, ნიკოლოზ დვალი, მიმდინარე წლის 18-31 ივლისს მიწვევით იმყოფებოდნენ ტერნოპილის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ რიგით XIII ინტერნაციონალურ სტუდენტურ საზაფხულო სკოლაში. 

პროგრამა ითვალისწინებდა პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული კურსების გაძლიერებულ სწავლებას.

 ,,აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვნად  განაპირობა ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გაუმჯობესება, რითაც ავიმაღლეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები“ განაცხადეს პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა.