თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულმა Jurnal Club-მა წარმატებით დაასრულა ტრადიციად ქცეული პროექტის მეოთხე სეზონი.
მეოთხე სეზონის მონაწილეების დაჯილდოების ღონისძიებაზე თსსუ-ის სტუდენტებმა წარადგინეს აქტუალური თემები:
„პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირების შემდეგ, მოზაიკური ემბრიონის გადატანის გადაწყვეტილების მიღების შესწავლა: თვისობრივი კვლევა“ (ანასტასია სუხიაშვილი, ელენე მელიქიძე);
„ვოზორიტიდის უსაფრთხო და ხანგრძლივი ზრდის მასტიმულირებელი ეფექტები აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებში: 2-წლიანი მე-3 ფაზის არაბრმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგები“ (ელენე ფოლადიშვილი, ირაკლი ზაქროშვილი);
„დედა-ჩვილის ურთიერთობის ხარისხი ასოცირებულია NR3C1 გენის CpG საიტის მეთილირებასთან 7 წლის ასაკში“ (მარიამ პაპავა, ვახტანგ ლაზრიშვილი);
„თანდაყოლილი ჰიპერმეტაბოლიზმი და გათიშული ჟანგვითი ფოსფოლირება“ (ელენე ალფაიძე, ელენე ოთარაშვილი);
„იშვიათი დაავადებების ექსპერტთა შეხედულებანი ახალშობილთა გენომის სექვენირების შესახებ“ (ესმა ჭარელაშვილი, თემურ კოპაძე).
Journal Club-ის პროექტის მეოთხე სეზონის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე გამოვლინდა საუკეთესო მოხსენების ავტორები: მარიამ პაპავა და ვახტანგ ლაზრიშვილი; ელენე ფოლადიშვილი და ირაკლი ზაქროშვილი.
აღსანიშნავია, რომ Journal Club-ის პროექტს კოორდინირებას უწევენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე და მოწვეული პედაგოგი, დოქტორანტი კახა ბრეგვაძე.
ცნობისთვის, Journal Club-ის ფორმატი ითვალისწინებს სტუდენტებისა და ლექტორების რეგულარულ შეხვედრებს მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, გენომიკისა და ტრანსლაციური მედიცინის კუთხით წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი სტატიების გაცნობისა და დისკუსიის მიზნით.