თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული Journal club-ის პროექტის მეორე სეზონის მონაწილეების დაჯილდოება

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებული Journal club-ის პროექტის მეორე სეზონის მონაწილეების დაჯილდოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულმა  Jurnal Club-მა  წარმატებით დაასრულა უკვე ტრადიციად ქცეული პროექტის მეორე სეზონი და განაგრძობს აქტიურ მუშაობას მესამე სეზონის ფარგლებში. 

Journal Club-ის ფორმატი ითვალისწინებს სტუდენტებისა და ლექტორების რეგულარულ შეხვედრებს, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, გენომიკისა და ტრანსლაციური მედიცინის კუთხით წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში  გამოქვეყნებული უახლესი სტატიების გაცნობისა და დისკუსიის მიზნით. 

მეორე სეზონის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებმა წარადგინეს აქტუალური თემები:

- არაუჯრედული დნმ-ის სკრინინგი: აქცენტები ასლის რიცხვის ვარიანტებზე - ნანა აბაშიძე, გიგა სულხანიშვილი;

- რა არის „მძიმე“ გენეტიკური დაავადება? გენეტიკური მდგომარეობების მქონე ადამიანების აღქმები - ილონა ვოსკანიანი, მარიამ მელიქიძე;

- ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის გენეტიკური სპექტრი და კორელაციები კლინიკურ ექსპრესიასთან: დიაგნოსტიკის გაუმჯობესების პერსპექტივები - ნინო კაპანაძე, ელენე მელიქიძე;

- წამლის სამიზნეები პარკინსონის დაავადებაში გენეტიკური პერსპექტივიდან - მეგი ლარცულიანი, ნინო გურული;

- დნმ-ის მეთილირების ეპისიგნატურის ტესტირება მენდელისეული ქრომატინოპათიების დროს - ლიზი სარჯველაძე, სანდრო გიგოლაშვილი;

- გენომის სექვენირება როგორც პირველი რიგის ტესტი ჰოსპიტალიზებულ ახალშობილებში - ანა ჩაბაკაური;

- შეხვედრებში ასევე აქტიურად მონაწილეობდა თსსუ-ის სტუდენტი ვერიკო მაღლაფერიძე.

25 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტმა Journal club-ის პროექტის მეორე სეზონის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.  სტუდენტებმა გამოავლინეს საუკეთესო მოხსენების ავტორები: ნანა აბაშიძე/გიგა სულხანიშვილი და ილონა ვოსკანიანი/მარიამ მელიქიძე. მათ საჩუქრად გადაეცათ სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები.

Journal Club-ის პროექტს კოორდინირებას უწევენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ტყემალაძე და მოწვეული პედაგოგი კახა ბრეგვაძე.