თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულმა - Journal Club-მა წარმატებით დაასრულა გაზაფხულის სეზონი და განაგრძობს აქტიურ მუშაობას მეორე სეზონის ფარგლებში.
Journal Club-ის ფორმატი ითვალისწინებს სტუდენტებისა და ლექტორების რეგულარულ შეხვედრებს, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის, გენომიკისა და ტრანსლაციური მედიცინის კუთხით სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი სტატიების გაცნობისა და დისკუსიის მიზნით.
პირველი სეზონის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტებმა წარადგინეს აქტუალური თემები:
-კისტური ფიბროზის ბიომარკერები -ანა ხმიადაშვილი, ილონა ვოსკანიანი;
-CRISPR/CAS9 გენომის რედაქტირების სისტემა და მისი კლინიკური გამოყენება - ანზორ კვირიკაშვილი, ნიკოლოზ კვირიკაძე;
-სიმსივნის მოცირკულირე დნმ-ის როლი მკურნალობაზე პასუხში - გიგი გორგაძე, ნინო რამიშვილი;
-COVID-19-ის სიმძიმის განმსაზღვრელი გენეტიკური ვარიანტები - ნიკა ტოგონიძე, ცისანა უგულავა;
-შეხვედრებში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ თსსუ-ის სტუდენტები: მეგი ლარცულიანი და ნინო გურული.
19 ნომბერს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტმა Journal club-ის პროექტის პირველი სეზონის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. სტუდენტებმა გამოავლინეს საუკეთესო მოხსენების ავტორები: ანზორ კვირიკაშვილი და ნიკოლოზ კვირიკაძე. მათ საჩუქრად გადაეცათ სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები. აღსანშნავია, რომ სპეციალურად Journal Club-ისთვის შეიქმნა სახასიათო ლოგო, რომლის ავტორიც მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ასოცირებულ პროფესორი ეკა კვარაცხელიაა.
აღსანიშნავია, რომ Journal Club-ის პროექტის იდეა ემერიტუს ელენე აბზიანიძეს ეკუთვის. ამჟამად, პროექტს კოორდინირებას უწევს პროფესორი თინათინ ტყემალაძე და მოწვეული პედაგოგი კახა ბრეგვაძე.