თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაზე (კოპენჰაგენი, დანია)

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაზე (კოპენჰაგენი, დანია)

   
   

2017 წლის 27-30 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელენე აბზიანიძემ, ასისტენტ  პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ და დეპარტამენტის დოქტორანტმა ქეთევან ქართველიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანის გენეტიკის ევროპის კონფერენციაში (კოპენჰაგენი, დანია). 

„სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების“  წარდგენით და „ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების“  დაფინანსებით კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  მეათე სემესტრის  სტუდენტმა კახა ბრეგვაძემ. 

 კონფერენციაზე მათ წარადგინეს სამი პოსტერული მოხსენება, მონაწილეობა მიიღეს სემინარებში და ვორქშოფებში. გარდა ამისა, პროფესორი ელენე   აბზიანიძე და ეკა კვარაცხელია მიწვეულები იყვნენ ადამიანის გენეტიკის ევროპის და აშშ-ს საზოგადოებების ყოველწლიურ დახურულ  შეკრებაზე, სადაც  წარადგინეს ანგარიში დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების საქმიანობის შესახებ. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გენეტიკის სხვადასხვა დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები ევროპიდან და აშშ-დან.   

კონფერენციაზე განხილული იყო გენეტიკის და გენომიკის აქტუალური საკითხები, როგორიცაა პერსონალიზებული მედიცინა და კლინიკური ფარმაკოგენომიკა, ეპიგენეტიკა და გენების რეგულაცია, ნეიროგენეტიკის აქტუალური საკითხები, მკურნალობის ახალი სტრატეგიები, გენომიკის ახალი ტექნოლოგიები და სხვა. 

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ლუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) ასოცირებულ მკვლევარს, ჩვენს თანამემამულეს დავით ჩოკოშვილს. მათ ისაუბრეს დღეს არსებულ პრობლემებზე და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.