თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტი სამიტზე  Ultradent Dental Summit-Sicily/Italy 2024

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტი სამიტზე Ultradent Dental Summit-Sicily/Italy 2024

2024 წლის 18-23 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მარინა მამალაძე, ასოცირებული პროფესორები: ნინო ჭიპაშვილი და ლია სანოძე და  მოწვეული მასწავლებელი მანანა უსტიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ პალერმოში (სიცილია, იტალია).

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამიტში- Ultradent Dental Summit-Sicily/Italy 2024, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი სტომატოლოგიური კორპორაციის Ultradent მიერ იყო ორგანიზებული.

,,აღნიშნულ კორპორაციას დიდ საერთაშორისო ავტორიტეტს ისიც სძენს, რომ იგი ყოველთვის უწევს ორგანიზებას სასწავლო და სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებს. ამ კორპორაციის პროდუქციას და მათი პრაქტიკულ სტომატოლოგიაში გამოყენების კონცეფციას ჩვენ ვიცნობთ და ვიყენებთ კიდეც.

ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და ჩვენ, როგორც აკადემიური, ისე სამეცნიერო და სამკურნალო საქმიანობისთვის მეტად საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. მოვუსმინეთ საერთაშორისო სპიკერებს: გაბრიელ მარტინესს, რაფაელ ბიელჩის და ანნა არანჰას. მათ თანამედროვე ოდონტოლოგიის პრაქტიკულ საკითხებზე ძალიან საინტერესო ლექციები წაგვიკითხეს“, - აღნიშნა პროფესორმა მარინა მამალაძემ.