თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პათოლოგანატომის წარმატება ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტში

თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პათოლოგანატომის წარმატება ერლანგენის (გერმანია) უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პათოლოგანატომი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თეონა მუზაშვილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად Giordano Fellowship-ის პროგრამის ფარგლებში, ევროპის პათოლოგთა საზოგადოების დაფინანსებით, ერლანგენის უნივერსიტეტის უროლოგიური პათოლოგიის დეპარტამენტში იმყოფებოდა.

აღნიშნულ დეპარტამენტს პროფესორი ჰარტმანი ხელმძღვანელობს. აქ თეონა გაეცნო უროლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკის თანამედროვე ალგორითმების გამოყენებას როგორც დიაგნოსტიკური, ისე პროგნოზული და სამკურნალო მნიშვნელობების კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ თეონა მუზაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ლოკალურ სამეცნიერო პროექტში, რომლის მიმდინარეობისას დამოუკიდებლად შეაფასა 750 ჰისტოპათოლოგიური შემთხვევა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თეონა მუზაშვილს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.