თსსუ-ის პროფესორ თამარ დიდბარიძისა და ასისტენტ პროფესორის, ელენე პაჭკორიას  ვიზიტი უტრეხტის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში

თსსუ-ის პროფესორ თამარ დიდბარიძისა და ასისტენტ პროფესორის, ელენე პაჭკორიას ვიზიტი უტრეხტის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში

2024 წლის 29 ივნისიდან 6 ივლისამდე თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ დიდბარიძე და თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ელენე პაჭკორია უტრეხტის (ნიდერლანდები) საუნივერსიტეტო კლინიკაში  იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების (ESCMID) და უტრეხტის (ნიდერლანდები) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მიერ განხორციელებულ პოსტდიპლომური სწავლების ერთკვირიან ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

პროფესორი თამარ დიდბარიძე  წარსდგა მოხსენებით თემაზე: „საქართველოში ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების ლაბორატორიაზე დაფუძნებული მონიტორინგი და გენეტიკური დახასიათება“, ხოლო  ასისტენტ პროფესორი ელენე პაჭკორია  მოხსენებით თემაზე,, ლეპტოსპიროზის შემთხვევების მართვა  რეანიმაციულ განყოფილებაში“.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის პროფესორები ასევე იმყოფებოდნენ უტრეხტის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც გაეცნენ სხვადასხვა განყოფილების მუშაობის სპეციფიკას, ინფექციური დაავადებების თანავედროვე დიაგნოსტიკას და ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების პროგრამას.