თსსუ-ის პროფესორ ირაკლი ფავლენიშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

თსსუ-ის პროფესორ ირაკლი ფავლენიშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის 23 ოქტომბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდებით დედაქალაქისთვის ღვაწლმოსილი და გამორჩეული ცამეტი მოქალაქე დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ ამ საპატიო წოდების მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეონატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა.  

დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისივე თქმით, საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება არის ამ ადამიანების მიერ თბილისის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.

,,თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით,  უშუალოდ  თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით  და ცხოვრების წესით. დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს ბატონ ირაკლის ამ კიდევ ერთ დიდ აღიარებას და ჯანმრთელობას და  წელთა სიმრავლეს უსურვებს მას!

იხილეთ ვრცლად