2023 წლის 18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, სამაგისტრო პროგრამის ფარმაცევტული ანალიზის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე; ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე; სამაგისტრო პროგრამის „კლინიკური ფარმაცია“ ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე; სამაგისტრო პროგრამის „ფარმაციის მენეჯმენტი“ ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნანული დუღაშვილი.
აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციისა(GPSA) და თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით.