თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე საერთაშორისო კონფერენციაზე - ნეიროგანვითარების დაავადებების გენეტიკა

თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე საერთაშორისო კონფერენციაზე - ნეიროგანვითარების დაავადებების გენეტიკა

2024 წლის 18-20 აპრილს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ტყემალაძემ მონაწილეობა მიიღო საერთშორისო კონფერენციაში „ნეიროგანვითარების დაავადებების გენეტიკა“, რომელიც ტროინაში (იტალია) გაიმართა. 

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა 2000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 36 ქვეყნიდან, განიხილეს გენეტიკური მიზეზებით გამოწვეული ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე დაავადებები. 

კონფერენციაზე პროფესორი თინათინ ტყემალაძე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „ინფანტილური სპაზმები PTEN ჰამარტომა სიმსივნის სინდრომის მქონე პაციენტში“. თავის მოხსენებაში თსსუ-ის პროფესორმა ინფანტილური სპაზმების ახალ ფენოტიპზე ისაუბრა.

როგორც პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ აღნიშნა, მისი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა კვლევითი და კლინიკური თანამშრომლობა ემორის უნივერსიტეტის (აშშ) და დაავადებული ბავშვების საუნივერსიტეტო კლინიკის (კანადა) -  გენეტიკის დეპარტამენტებთან.