თსსუ-ის პროფესორი  ესპანეთში - ESR Heart and Stroke 2020  - კონფერენციაზე იმყოფებოდა

თსსუ-ის პროფესორი ესპანეთში - ESR Heart and Stroke 2020 - კონფერენციაზე იმყოფებოდა

2020 წლის 24-25 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის,ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ქალბატონი თამარ სანიკიძე მივლინებაში კარდიოლოგიის ევროპული ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე „ESR Heart and Stroke 2020“ (ბარსელონა, ესპანეთი) იმყოფებოდა. 

კარდიოლოგიის ევროპულ ასოციაციაზე დარგის წამყვანი ექსპერტების მიერ განხილული იყო თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევები დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პრევენციის სფეროში და მათი იმპლემენტაციის გზები კლინიკურ პრაქტიკაში.  პროფესორმა თამარ სანიკიძემ  წარადგინა მოხსენება თემაზე - "არტერიული ჰიპერტენზიის თავისებურებები მენოპაუზური პერიოდის ქალებში".

ღონისძიების განმავლობაში  პროფესორი შეხვდა კონფერენციის მონაწილეებს და მათთან ერთად განიხილა მომავალი  თანამშრომლობის გეგმები.