თსსუ-ის რექტორატი მოხალისეებად მომუშავე სტუდენტებს მიმართავს

თსსუ-ის რექტორატი მოხალისეებად მომუშავე სტუდენტებს მიმართავს

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სტუდენტებს სტიქიის ზონაში მოხალისეებად მუშაობის და დაზარალებული ოჯახებისათვის გაწეული დახმარების, მათი მხარდაჭერის გამო. “გვინდა განსაკუთრებული პატივისცემა დაგიდასტუროთ თითეულ სტუდენტს,  რომელიც ასეთ მძიმე სიტუაციაში დაუყოვნებლივ მხარში დაუდექით თანამოქალაქეებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, გულწრფელი და ზნეობრივი  ნაბიჯები მისაბაძია ყველა თაობისთვის, საქართველოს თითეული მოქალაქისათვის. გვეამაყებით, სტუდენტებო!“ - ავრცელებს განცხადებას თსსუ-ის რექტორატი.