თსსუ-ის რექტორის შეხვედრა აბანტ იზზეტ ბაისალ უნივერიტეტის (ბოლუ, თურქეთი) ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ აკჩაჰან გეპდირემენთან

თსსუ-ის რექტორის შეხვედრა აბანტ იზზეტ ბაისალ უნივერიტეტის (ბოლუ, თურქეთი) ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ აკჩაჰან გეპდირემენთან

2012 წლის 26 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა აბანტ იზზეტ ბაისალ უნივერიტეტის (ბოლუ, თურქეთი) ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ აკჩაჰან გეპდირემენს.

 შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნელი ანთელავა, მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე, ფარმაკოლოგიისა და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის აკადემიური დოქტორი მედიცინაში, პროფესორი მაია ოკუჯავა.

     

თურქმა კოლეგამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები თემებზე:

„ავტონომიური ნერვული სისტემის ფარმაკოლოგიის შესავალი“;
„სიმპათომიმეტური საშუალებები“;
„სიმპათოლიზური საშუალებები“;
„პარასიმპათომიმეტური საშუალებები“;
„პარასიმპათოლიზური საშუალებები“.

პროფესორი აკჩაჰან გეპდირემენი გაეცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მუშაობის პრინციპებს, ისაუბრა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.