თსსუ-ის რექტორის შეხვედრა ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) მედიცინის ფაკულტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ იგორ შვაბთან

თსსუ-ის რექტორის შეხვედრა ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) მედიცინის ფაკულტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ იგორ შვაბთან

 

2012 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) მედიცინის ფაკულტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ იგორ შვაბს. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი, თსსუ–ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გივი ჯავაშვილი.
შეხვედრისას, პროფესორი იგორ შვაბი გაეცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მუშაობის პრინციპებს. განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.


სლოვენიელმა კოლეგამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები თემებზე:

„რა არის საოჯახო მედიცინა?“;
„საოჯახო მედიცინა საერთაშორისო სივრცეში – საოჯახო მედიცინა ევროპაში“;
„ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა“;
„პირველადი ჯანდაცვის შერჩეული შემთხვევები“;
„პროფესიონალიზმი საოჯახო მედიცინაში“.