თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მადლობის წერილი მიიღო

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მადლობის წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ტერნოპილის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მიხაილო კორდას მადლობის წერილი მიიღო.

უკრაინელი კოლეგა  მადლიერებას გამოხატავს თსსუ-ში ჩატარებული ტრენინგის წარმატებული ორგანიზებისა და უნივერსიტეტებს შორის  აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

პროფესორი კორდა წერილში  განსაკუთრებით აღნიშნავს თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წვლილს უკრაინელი წარმომადგენლის  გულითადი მიღებისათვის.