თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ მომზადებული ახალი სახელმძღვანელოს -ამეცნიერო კვლევის საფუძვლები და უნარ-ჩვევები პრეზენტაცია და ვორკშოპი ბიოსამედიცინო კვლევის  მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები

თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ მომზადებული ახალი სახელმძღვანელოს -ამეცნიერო კვლევის საფუძვლები და უნარ-ჩვევები პრეზენტაცია და ვორკშოპი ბიოსამედიცინო კვლევის მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები

2018 წლის 24 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“- ის ფარგლებში თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ წარადგინა ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს - ,,სამეცნიერო კვლევის საფუძვლები და უნარ-ჩვევების“ პრეზენტაცია. 

წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის. ნაშრომი გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებს გამოცდილი მკვლევარებისათვის და ასევე, დაეხმარება კლინიცისტებს პრაქტიკულ საქმიანობაში - მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენების თვალსაზრისით. 

წიგნი შედგება შემდეგი თავებისგან: თეორიული შეხედულებები კვლევაში; პრაქტიკული რჩევები კვლევის დაწყების წინ; სამეცნიერო კვლევის დიზაინი; კლინიკური კვლევის ფაზები; კვლევის ეთიკის ძირითადი ასპექტები; კვლევის პროექტი და მისი მართვა; სამეცნიერო საძიებო ბაზები და მეცნიერული პოტენციალის მაჩვენებლები; კრიტიკული აზროვნება და კითხვა; მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; სტატისტიკური კომპიუტერული პროგრამები; პლაგიარიზმი; სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა; ნაშრომის წარდგენა ბიოსამედიცინო ჟურნალში; სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია; საგრანტო პროექტის წარმატებულად წერის სტრატეგიები; სამართლებრი საკითხები.

სახელმძღვანელო არის რიგით მეორე, რომელიც შეიქმნა სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის თანამშრომლების მიერ ( ლ. გაბუნია; შ. ხეცურიანი; ნ. გამყრელიძე); პირველ გამოცემას დაემატა ბიოსამედიცინო კვლევასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე კვლევის ეთიკის და ხარისხის შეფასების, ცხოველებზე ჩატარებული კვლევის ეთიკის საკითხები, სამეცნიერო საძიებო ბაზებთან დაკავშირებული ახალი მონაცემები, სტატისტიკური ანალიზის SPSS-ის პროგრამა, მეტაანალიზის და სისტემური მიმოხილვის საკითხები.

აღნიშნული სახელმძღვანელო სტუდენტებს მისცემს კვლევის უნარების და ძირითადი მახასიათებლების ათვისების, განვითარების და დახვეწის საშუალებას, რაც უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი შედეგია.

ვორკშოპის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის პედაგოგებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე:

,,ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე კვლევის ძირითადი პრინციპები და ეთიკის საკითხები“ -  შორენა ხეცურიანი, თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი.

,,ცხოველებზე ჩატარებული კვლევის ეთიკის საკითხები“ - ლუიზა გაბუნია, თსსუ-ის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი.

,,აკადემიური პატიოსნება და პლაგიარიზმი“ - ნათია გამყრელიძე, თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი.                                            

,,მეცნიერული პროდუქტიულობის განმსაზღვრელი მაჩვენებლები“ - ლონდა რუხაძე, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეული პედაგოგი. 

,,სამეცნიერო-მონაცემთა ბაზები და მეცნიერული პროდუქტიულობის მაჩვენებლების გაუმჯებესების გზები“ - თამარ ხახუტაშვილი,  თსსუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი.

,,სტატისტიკური პროგრამის SPSS-ის მოხმარების წესები კვლევის შედეგების სტატისტიკური ანალიზისათვის“ - ხატია ანთია, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეული პედაგოგი.

,,როგორ ჩავატაროთ მეტაანალიზი და სისტემური მიმოხილვა"-  ნათია ანთია, თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მოწვეული პედაგოგი.