თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ექიმ-დერმატოლოგის ოლე მარტინ რორდამის ვიზიტი თსსუ-ში

თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ექიმ-დერმატოლოგის ოლე მარტინ რორდამის ვიზიტი თსსუ-ში

2019 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ექიმი დერმატოლოგი ოლე მარტინ რორდამი ( ტრონჰეიმი, ნორვეგია).  ვიზიტის ფარგლებში მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან, თსსუ-ის დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორთან, მაია მათოშვილთან, აგრეთვე თსსუ-ის სტუდენტებთან, რეზიდენტებთან და ახალგაზრდა ექიმებთან ერთად ჩაატარა კონსულტაციები.   დაიგეგმა ჰემანგიომის მქონე ბავშვების შემდგომი მკურნალობის სქემები Lutronic Solari IPL სისტემის აპარატით.