თსსუ-ის საპატიო დოქტორის,  ირმა კვიცარიძის შეხვედრა სტუდენტებთან

თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ირმა კვიცარიძის შეხვედრა სტუდენტებთან

2017 წლის 25 სექტემბერს, თსსუ-ის საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე (თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრი, ავსტრია) შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და წარადგინა პრეზენტაცია – "AZW - პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის საექთნო-საბაკალავრო პროგრამა".

პრეზენტაციას დაესწრნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა, უცხო ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნინო აბრალავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

პრეზენტაციამ  სრულად ასახა AZW - პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის საექთნო-საბაკალავრო პროგრამის პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა ირმა კვიცარიძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.