თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  განცხადება

თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

აუცილებლად ვთვლით კომენტარის და განმარტების გაკეთებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკვეული ნაწილის წერილში არსებული ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა  სოციალურ ქსელში, ზოგიერთ ინტერნეტ-გამოცემასა და ტელევიზიაში.

 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს:

- კოვიდ - კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში  19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას  დისტანციურ რეჟიმში;

- სალექციო კურსების   და  უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში;

- ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური  რეგულაციების   დაცვით.

 იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.