თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი  სოციალური მეცნიერებების მერვე საერთაშორისო კონგრესზე

თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი სოციალური მეცნიერებების მერვე საერთაშორისო კონგრესზე

2023 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შალვა ზარნაძე;  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე და ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე მივლინებით იმყოფებოდნენ პარიზში (საფრანგეთი),  სადაც მონაწილეობა მიიღეს  სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მერვე საერთაშორისო კონგრესზე.

ღონისძიებაზე თსსუ-ის პროფესორებმა წარადგინეს მოხსენება ,,პროფესიული სტრესის ეფექტი და ექიმებისა და ექთნების საქმიანობის პროდუქტიულობა Covid-19 პანდემიის დროს“. ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრები კონგრესში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.