თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ზამთრის საერთაშორისო სკოლა-სემინარი 7 მარტს გაიხსნა და 9 მარტს დაიხურა.
გასვლით სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, აკადემიურმა პერსონალმა, 5 ქვეყნის უნივერსიტეტებიდან (ესპანეთი, გერმანია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, სომხეთი) მოწვეულმა სტუმრებმა და სტუდენტებმა.
სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემებზე: სამეცნიერო სფეროს პრორიტეტები, მეთოდოლოგიები, 21 საუკუნეში; საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები; განათლებასა და კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა.
სემინარის მიზანია მეცნიერული უნარების განვითარება, სამეცნიერო სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში უცხოელმა და ქართველმა სტუდენტებმა აკადემიურ პერსონალს წარუდგინეს ნაშრომების ფრაგმენტები. სტუდენტებმა მოისმინეს შეფასებები და რეკომენდაციები როგორც თსსუ-ის აკადემიური პერსონალისგან, ასევე მოწვეული სტუმრებისგანაც.
ამ ფორმატში პირველი შეხვედრა 2006 წელს ჩატარდა.