2013 წლის აგვისტოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტების სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თსსუ-ის III კურსის 20-მა სტუდენტმა ერევანში საზაფხულო სტაჟირება გაიარა.
სტუდენტები გაეცნენ ერევნის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას, ასევე სტაჟირების ძირითადი ნაწილი იმუშავეს ჰერაცის, მურაცანისა და არაბკირის საუნივერსიტეტო კლინიკებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, შაომიანის და არარატის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სადგურებში.
საზაფხულო სტაჟირების დასასრულს, ქართველი სტუდენტებისთვის მასპინძელმა მხარემ მოაწყო კულტურული ტური და გააცნო სომხეთის ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.
ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მიხაილ ნარიმანიანმა დადებითად შეაფასა თსსუ-ის სტუდენტების მომზადების მაღალი დონე. დასკვნით საღამოზე ქართველმა სტუდენტებმა წარმოადგენს განვლილი საზაფხულო სტაჟირების პრეზენტაცია და პარტნიორი უნივერსიტეტის კოლეგებს გააცნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია და სტრუქტურა.
საზაფხულო სტაჟირების პროგრამა ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.