თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა “კათარზისში” მცხოვრებ ხანდაზმულებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს

თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა “კათარზისში” მცხოვრებ ხანდაზმულებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს

2023 წლის 13 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები და დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი ნატო ხუნაშვილი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში „კათარზისს“ ესტუმრნენ.

მათ თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს, განსაკუთრებით, ფაკულტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელის მოადგილეს გიორგი შელიას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს ნატო ხუნაშვილს, რომელთა დიდი ძალისხმევით ეს საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა“, - განაცხადა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აქტიურად არიან ჩართულნი საქველმოქმედო სახის ღონისძიებებში, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად.