თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში „კათარზისს“ ესტუმრნენ.
მათ თავშესაფარში მცხოვრებ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს, რომელთა დიდი ძალისხმევით ეს საქველმოქმედო ღონისძიება განხორციელდა“, - განაცხადა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ციმაკურიძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი აქტიურად არიან ჩართულნი საქველმოქმედო სახის ღონისძიებებში, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების, მათ შორის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად.