თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტმა სფეროს გამოწვევებზე იმსჯელა

თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტმა სფეროს გამოწვევებზე იმსჯელა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები - ეს იყო მთავარი თემა იმ კონფერენციის, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე, 2025 წლის 25 თებერვალს გაიმართა. სამეცნიერო-საანგარიშო სესიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში თანამედროვე გამოწვევების კვლევის და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობას. 

მოხსენებების სამეცნიერო პრიორიტეტები, რომლებიც მოიცავს საქართველოს ჯანდაცვის მდგრად განვითარებას, ციფრული ჯანდაცვის სტრატეგიას და სოციალური დეტერმინანტების კვლევას სხვადასხვა ასაკობრივ და სოციალურ ჯგუფებში, 2024 წლის 8-10 მარტს ბორჯომში ჩატარებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა.

ფაკულტეტის გადაწყვეტილებით, მსგავსი საანგარიშო სესიები ყოველწლიურად გაიმართება.

კონფერენციის დასასრულს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა დევი ტაბიძემ სესიის მონაწილეებს ჯანდაცვის განმარტებითი ტერმინოლოგიური ლექსიკონის პირველი ტომი წარუდგინა, რომელიც მისი ავტორობით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის თანაავტორობით შეიქმნა. 

სამეცნიერო-საანგარიშო სესიის სრული პროგრამა,  მომხსენებლები და თემები იხილეთ აქ.