თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის წარმატება

თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის წარმატება

 
   

ზაფხულში თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბადრი მაჭავარიანი, საგასტროლო ტურნეთი  იტალიასა  და ჩეხეთში  იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო  ევროპისა და მსოფლიო ფოლკლორულ ფესტივალებში. საქართველოსთან ერთად ფესტივალის მონაწილეები გახლდნენ მსოფლისო სხვადასხვა ქვეყნები:  ლათინური ამერიკიდან – ჩილე და მექსიკა, აფრიკიდან – სამხრეთ აფრიკა, ევროპიდან –  საბერძნეთი, იტალია, უკრაინა, სლოვაკეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, მაკედონია და ლიტვა,  აზიიდან – ინდოეთი და ტაივანი.

იტალიაში გამართულ ფესტივალში ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, I ადგილი წილად ხვდა საქართველოს, თსსუ-ის სახახლო ანსამბლს, II ადგილი -  ჩეხეთის, ხოლო  III ადგილი - ტაივანის ანსამბლებს.

ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში,  ბატონმა კახა სიხარულიძემ. ფესტივალის ფარგლებში, ქალაქ კავა დე ტირენის მერის ინიციატივით,  "ხალხთა შორის ეთნიკური, პოლიტიკური და რელიგიური განსხვავებების მიუხედავად მშვიდობის, მეგობრობისა და ახალგაზრდა თაობების დაძმობილების" დეკლარაციას ხელი მოაწერეს  იტალიის მხრიდან – ქალაქ კავა დე ტირენის მერმა, ბატონმა ვინჩენცო სერვალლიმ, ფესტივალის პრეზიდენტმა, ბატონმა  ფელიჩე სორრენტინომ და საქართველოდან ბატონმა ბადრი მაჭავარიანმა.

დიდი წარმატება ხვდა წილად სახალხო ანსამბლს ჩეხეთში. საზეიმო დაჯილდოება შედგა ქალაქ ჩერვენში, კოსტელეჩის მერიაში. ესწრებოდნენ: ქალაქის მერი, ვიცე-მერი, ფესტივალის პრეზიდენტი  და სპონსორები, ჩეხეთის წარმომადგენელი ევროკავშირში და  ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატები. დამსწრეებმა საქართველოს დელეგაციას  მიულოცეს ევროლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და წარმატებები უსურვეს ანსამბლს.