თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

თსსუ-ის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომლის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

2015 წლის 27 ნოემბერს, ქალაქ მალაგაში (ესპანეთი)  ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელმა დავით გაბელაიამ.

დავით გაბელაიამ 93 კილოგრამიან  წონით კატეგორიაში წოლჭიმში -  აჭიმა  210 კგ. და მოიპოვა ოქროს მედალი.  აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ნაკრებ გუნდს  1995 წლის შემდეგ  მსგავსი წარმატებით არ უასპარეზია. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ დავით გაბელაიას და საქართველოს ნაკრებს წარმატებას.