თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე („ნეიროდეგენერაციული დაავადებები: ცხოვრების ხარისხი და მართვა“) წარდგენილი პოსტერული მოხსენებით, პირველი ადგილი მოიპოვეს.
პოსტერული მოხსენება თემაზე: „RBD ძილის დარღვევები პარკინსონის დაავადების დროს: შემთხვევის აღწერაზე დაფუძნებული ლიტერატურული მიმოხილვა და ცხოვრების ხარისხის მენეჯმენტი“ - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა – ნუცა ხუსკივაძემ (მეოთხე კურსი), მაიკო სულაბერიძემ (მეოთხე კურსი) და ბაჩანა აფციაურმა (მეექვსე კურსი) წარადგინეს.
თსსუ-ის სტუდენტების ნამუშევარი ღონისძიების ჟიურიმ პოსტერული მოხსენებების სესიის ფარგლებში საუკეთესოდ აღიარა.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია. ღონისძიეაბში მონაწილეობდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რეზიდენტები და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.