თსსუ-ის სტუდენტების ინიციატივით და სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ეგიდით სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი  “ენდევორი” დაარსდა

თსსუ-ის სტუდენტების ინიციატივით და სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ეგიდით სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ენდევორი” დაარსდა

2021 წლის 9 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცისფერ დარბაზში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის “ენდევორი” პრეზენტაცია.

სამეცნიერო - კვლევითი  კლუბის საქმიანობა მიზნად ისახავს სტუდენტებში სამეცნიერო კვლევის მიმართ ინტერესის გაღვივებას, მათ აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაში  ჩართვას, სხვადასხვა შეხვედრების, სიმპოზიუმების და კონფერენციების ჩატარებას. 

შეხვედრაზე სტუმრებს, სტუდენტებსა და კოლეგებს მიესალმა თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, პარლამენტის სტუდენტური აპარატის ხელმძღვანელი დავით კელენჯერიძე, ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი, ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე, ბერიტაშვილის სახელობის ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის  რეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მაია მანწკავა. 

 „სტუდენტური კლუბი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მეცნიერებით დაინტერესებული პირები დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ გამოცდილება და კვლევასთან დაკავშირებული იდეები. კლუბის სახელწოდება -„ენდევორი“ (Endeavor)  მუდმივი სწრაფვისა და ძიების პროცესს უკავშირდება.“- აღნიშნა სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტურ კლუბს „ენდევორი“ წარმატებას უსურვებს.