თსსუ-ის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თსსუ-ის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად დაღუპულ გმირებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.