2023 წლის 7 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სიმულაციური კლუბის (SCS) პრეზენტაცია, რომელიც თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრის ბაზაზე შეიქმნა.
კლუბის მუშაობის ძირითადი მიზნებია:
თბილისის სახელმიწფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტთა ჩართვა სიმულაციების გამოყენებით სწავლა-სწავლებაში;
სტუდენტთა ცოდნისა და კლინიკური უნარების, პრაქტიკული სამედიცინო ბაზისური და ობიექტური გასინჯვის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებისათვის დამატებითი პრაქტიკის განხორციელება;
სიმულაციური სწავლების ცნობადობის გაზრდა საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტის გარე აქტივობებში ჩართვის გზით.
გარდა აღნიშნულისა, კლუბის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში გასვლითი ღონისძიებების, საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, ასევე, მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება.