თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრმა UNIcert®-ის საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრმა UNIcert®-ის საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრმა, უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა საერთაშორისო UNIcert®-ის აკრედიტაცია,რომელიც ჩაატარა ევროპის უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების ენათა ცენტრების და უცხოური ენების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანება AKS -ის წევრმა UNIcert®-მა.

პირველად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრმა, 2014 წელს მიიღო UNIcert®-ის აკრედიტაცია. ამით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  უცხოური ენების ცენტრს მიენიჭა უფლება, გაეცა UNIcert®-ის სერტიფიკატები ინგლისურ (UNIcert® II (B2) და UNIcert® III (C1)  და გერმანულ (UNIcert® II (B2) daUNIcert® III (C1) ენებში.  სერტიფიკატი UNIcert® ეფუძნება ენების სწავლების ერთიან ევროპულ ჩარჩო-პროგრამას და დონეებს, ისე რომ მასში დამატებით გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლის სპეციფიკა. სერტიფიკატი აღიარებულია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისას, ასევე ევროპაში სტუდენტთა მობილობისას და მათი სპეციალობით დასაქმების დროს.

2014 წლის აკრედიტაციას ვადა 2017 წლის 30 სექტემბერს ამოიწურა, რის შემდეგაც უცხოური ენების ცენტრმა  მეორედ გაიარა აკრედიტაცია.

UNIcert®-ის სააკრედიტაციო საბჭოს კომისიამ, რომლის წევრებიც გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტების ენების ინსტიტუციების ხელმღვანელებს წარმომადგენდნენ დაადასტურეს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის საგანმანათლებლო და საგამოცდო მეთოდიკა დაფუძნებულია უმაღლესი სასწავლებლებისთვის  განკუთვნილ სპეციფიკურ უცხოური ენების სწავლებაზე და შეესაბამება ტრანსპარანტულობის და პროფესიონალიზმის თანამედროვე ხარისხობრივ სტანდარტებს. ამის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უფლებამოსილია, გასცეს უნივერსიტეტი უცხოურიენების სერტიფიკატი UNIcert®.

ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ თსსუ-ის სტუდენტების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებიც ხშირად, პრაქტიკას გადიან ევროპის წამყვან კლინიკებში (გერმანია, ავსტრია, აშშ, საფრანგეთი, ბელგია, თურქეთი, ბულგარეთი, უკრაინა და ისრაელი). ენების მაღალ დონეზე ფლობა, პროფესიულ სამედიცინო ცოდნასთან ერთად, მათი შერჩევის აუცილებელი წინაპირობაა, რადგან ევროპის ქვეყნებში მხოლოდ შესაბამისი ენის მცოდნე სპეციალისტებს ენიჭებათ უპირატესობა და ეძლევათ შემდგომი წინსვლის საშუალება.

UNIcert® II-ზე (B2 დონე)

კურსზე დაშვების წინაპირობა:

  • უცხოენაში 90 საათიანი საუნივერსიტეტო  სავალდებულო კურსი;
  • მისაღები გამოცდა (მინიმუმ B 2.1დონე);
  • ფასიანი ინტენსიური კურსები UNIcert®–ის პროგრამით, 12 კვირა, სულ 72 სთ. (კვირაში 6 სთ.);
  • შემაჯამებელი გამოცდა – UNIcert II®–ის სერტიფიკატი (დონე  B 2).

UNIcert® III-ზე (C1 დონე)

კურსზე დაშვების წინაპირობა:

  • უცხოენაში  90  საათიანი საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსი;  
  • მისაღები გამოცდა (მინიმუმ B 2.2დონე)
  • B2 სერტიფიკატის მქონე პირთათვის;
  • ფასიანი ინტენსიური კურსები UNIcert®–ის პროგრამით, 20 კვირა, სულ 120 სთ. (კვირაში 6 სთ.);
  • შემაჯამებელი გამოცდა - UNIcert® III–ის სერტიფიკატი  (C1 დონე).