თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, საქმიანი ვიზიტით,  უკრაინაში იმყოფებოდა

თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, საქმიანი ვიზიტით, უკრაინაში იმყოფებოდა

2018 წლის 5-7 სექტემბერს, ქ. ვინიცაში (უკრაინა), ონკოლოგიის რეგიონული ცენტრისა და მასტოლოგიის ევრო-აზიური ასოციაციის (EURAMA) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია - „ძუძუს ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ - გაიმართა. კონფერენციაზე მომხსენებლისა და სექციის მოდერატორის სახით მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის  მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი კოხრეიძე.

კონფერენციის პირველ დღეს ასოცირებულმა პროფესორმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა ძუძუს ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის თანამედროვე მიღწევებზე და წარმოადგინა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაციების შედეგები.

კონფერენციამ  ნაყოფიერად ჩაიარა, მის დასასრულს ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ ონკოლოგიის რეგიონული ცენტრის პაციენტებისათვის,  თავის იტალიელ კოლეგებთან ერთად, უფასო კონსულტაციები ჩაატარა , ხოლო მომდევნო დღეს ერთ-ერთი პაციენტს  ოპერაცია გაუკეთა.