თსსუ-ის ვიცე-რექტორის გიორგი აბესაძის ვიზიტი ირანში

თსსუ-ის ვიცე-რექტორის გიორგი აბესაძის ვიზიტი ირანში

 მიმდინარე წლის 17-19 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი აბესაძე იმყოფებოდა თეირანში (ირანის ისლამურ რესპუბლიკაში) საქართველოს და ირანის სამთავრობო ეკონომიკური კომისიის V სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.
სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის, რაც აისახა კიდეც შესაბამის პროტოკოლში.
ქართული დელეგაციის აკადემიური და საუნივერსიტეტო წარმომადგენლები შეხვდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევების და ტექნოლოგიების ვიცე-მინისტრს მუსტაფა შარიათ–ნასარს, ვიცე-პრეზიდენტის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობათა და ტექნოლოგიური გაცვლების საკითხებში ალი მორტეზა ბირანგს, შახიდ ბეხეშტის უნივერსიტეტის რექტორს მოჰამედ მეჰდი ტეჰრანს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი აბესაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაათვალიერა ტექნოლოგიური პარკი, სადაც გამოფენილია ირანის ისლამური რესპუბლიკის უკანასკნელი წლების მიღწევები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. მონაწილეობა მიიღო ქალაქების: თბილისის და თეირანის დაძმობილების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში. დაესწრო  თბილისისა და თეირანის მერების ხელმოწერის ცერემონიას.