თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, თსსუ-ის კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ზუკა ტატიშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთში, ქ. ერზრუმში მდებარე ათათურქის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. მათი ვიზიტი Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
თსსუ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ათათურქის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, განიხილეს უნივერსიტეტის გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ორგანიზება, Erasmus+ და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების მართვის მოდელები.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაეცნენ ათათურქის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების თანამედროვე პრაქტიკას, მათ შორის ინტერაქტიულ პლატფორმებს, ვირტუალურ ლაბორატორიებისა და ინოვაციურის სწავლების მეთოდებს. მოინახულეს საუნივერსიტეტო მულტიპროფილური კლინიკა, სადაც მიიღეს ინფორმაცია კლინიკის ძირითად პროფილურ მიმართულებებზე და დაათვალიერეს თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურა.
დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის კომპლექსური მოდელი, რომელიც მოიცავს როგორც სტუდენტთა მობილობას, ისე ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციების თანაორგანიზებას.