თსსუ-ის  წარმომადგენელი ORPHEUS-ის კონფერენციაზე „სამედიცინო სწავლებიდან - კლინიკურ კვლევამდე“

თსსუ-ის წარმომადგენელი ORPHEUS-ის კონფერენციაზე „სამედიცინო სწავლებიდან - კლინიკურ კვლევამდე“

2016 წლის 10-12 მარტს, ქალაქ კიოლნში (გერმანია), ევროპულ სისტემაში ბიომედიცინასა და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის (ORPHEUS) ინიციატივით გაიმართა კონფერენცია „სამედიცინო სწავლებიდან - კლინიკურ კვლევამდე“.

აღნიშნულ კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა, თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა, ნათია გამყრელიძემ  წარადგინა მოხსენება  „სამეცნიერო უნარ–ჩვევების კურიკულუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის“.  ნაშრომმა ამერიკის საელჩოს „საუნივერსიტეტო კვლევის პროექტისა“ და ORPHEUS-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით,  კონფერენციაზე დასასწრებად, მხარდაჭერის გრანტი მოიპოვა.  

ორგანიზაცია ORPHEUS-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზდრავკო ლაკოვიჩმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, დებორა გროსკოპფ-კროიჰერმა სურვილი გამოთქვეს, მომავალში თსსუ-ის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად ჩაერთონ  ორგანიზაციის საქმიანობაში.