თსსუ-ის წარმომადგენელი -SIFAA-2019-ზე

თსსუ-ის წარმომადგენელი -SIFAA-2019-ზე

2019 წლის 7-12 აგვისტოს, თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის  დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია დგებუაძე მივლინებით იმყოფებოდა ლონდონში (გაერთიანებული სამეფო), სადაც მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში  - THE 19TH CONGRESS OF THE INTERNATIONAL FEDERATION OF ASSOCIATIONS OF ANATOMIST (SIFAA-2019) . 

კონგრესზე პროფესორმა დგებუაძემ წარადგინა სამი პოსტერი, მონაწილეობა მიიღო სიმპუზიუმებისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომლებიც ეძღვნებოდა  თანამედროვე  ანატომიის აქტუალურ საკითხებს.