თსსუ-ის წარმომადგენელი ანტვერპენის უნივერსიტეტში

თსსუ-ის წარმომადგენელი ანტვერპენის უნივერსიტეტში

2019 წლის 4-9 სექტემბერს,  თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე იმყოფებოდა ბელგიაში, ანტვერპენის უნივერსიტეტში.  EIPEN-2019-ის   მთავარი ორგანზატორის, ანტვერპენის უნივერსიტეტის პირველადი სამედიცინო და ინტერდისციპლინური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ პაულ ვან როენისა და ანტვერპენის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე რექტორის პროფესორ იოკე დენეკენსის (საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ექსპერტის)  მოწვევით.

პროფესორი ირმა მანჯავიზე სტუმრის სტატუსით დაესწრო EIPEN-2019   ( ევროპული ქსელის ინტერპროფესიული პრაქტიკა ჯანმრთელობასა და ჯანდაცვაში) კონფერენციას. 

ვიზიტის განმავლობაში, პროფესორი მანჯავიძე ესტუმრა ანტვერპენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს.  ცენტრის ხელმძღვანელთან მოხდა გამოცდილების ურთიერთგაცვლა.