თსსუ-ის წარმომადგენლები NAFSA-ს გლობალურ სამიტზე, ქალაქ ტარჯიერში (მაროკო)

თსსუ-ის წარმომადგენლები NAFSA-ს გლობალურ სამიტზე, ქალაქ ტარჯიერში (მაროკო)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტმენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი ქალაქ ტარჯიერში (მაროკო) იმყოფებიან, სადაც მონაწილეობენ NAFSA-ს გლობალურ სამიტში.

NAFSA-სთან ერთად სამიტს მასპინძლობს ხმელთაშუაზღვის ამერიკული კოლეჯი / ამერიკული უნივერსიტეტების ინსტიტუტი. ღონისძიების მთავარი თემაა: „მომავლისთვის მზაობა ცივილიზაციების გზაგასაყარზე“. სამიტი აერთიანებს მომავალზე ორიენტირებულ საერთაშორისო განათლების სფეროს ლიდერებს, რომელთა მიზანია გამოცდილების გაზიარება, გლობალური ხედვების ჩამოყალიბება და სტრატეგიული მიმართულებების განხილვა მუდმივი ტრანსფორმაციის პირობებში.