თსსუ-ის წარმომადგენლები ავსტრიაში

თსსუ-ის წარმომადგენლები ავსტრიაში

2019 წლის 16-18 მაისს ქალაქ ვენაში ,,ბავშვთა სტომატოლოგთა ვენის ყოველწლიური კონგრესი" ჩატარდა. კონგრესს თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ივერიელი და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, ის, რომ კონგრესი მეტად საინტერესო და ინფორმაციული იყო. მომხსენებლები ცნობილი სპიკერები ავსტრიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან გახლდათ. კონგრესი ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

17 მაისს კი პროფესორი მანანა ივერიელი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე ვენის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა სპეციალიზებული ამბულატორიის ხელმძღვანელის, დოქტორ მიხაილ ედელმაიერის მასტერ-კლასს დაესწრნენ. კონგრესზე წარმოდგენილი ახალი კონცეფციები დანერგილი იქნება თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტთა კლინიკურ აქტივობებში.