თსსუ-ის წარმომადგენლები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო კონგრესზე - ,,თანამედროვე მედიცინის სიახლეები და ხედვები  – BIMCO 2017“

თსსუ-ის წარმომადგენლები სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო კონგრესზე - ,,თანამედროვე მედიცინის სიახლეები და ხედვები – BIMCO 2017“

2017 წლის 5–7 აპრილს, ქალაქ ჩერნოვცში, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს, ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო კონგრესი –  ,,თანამედროვე მედიცინის სიახლეები და ხედვები  – BIMCO 2017“.  ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც შემდეგი  მოხსენებები წარადგინეს:

  • თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, ივ. თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი გიორგი აფციაური, თსსუ–ის კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი ზურაბ ტატიშვილი  – „პანკრეატო–ეიუნოსტომია და პანკრეატო–დუოდენოქტომია ბლუმგარტის ტექნიკით. თემის ხელმძღვანელები: თსსუ–ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის განყოფილების გამგე   ნოდარ ლომიძე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ლუიზა გაბუნია;
  • თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტი ანზორ გოგიბერიძე –  „ბეზლოტოქსუბამი კლოსტრიდიუმ დიფიცილეთი გამოწვეული ინფექციის რეციდივის წინააღმდეგ“. თემის ხელმძღვანელები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი,  სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოც. პროფ. ლუიზა გაბუნია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი  ნათია გამყრელიძე.
  • თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის III  კურსის სტუდენტი  თამარ დალაქიშვილი – „ პარკინსონიზმის მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“.თემის ხელმძღვანელი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, თსსუ–ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი  ლუიზა გაბუნია.
  • თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის IV  კურსის სტუდენტი  ლადო კვაჭაძე –„აორტის სარქვლის რეკონსტრუქცია ოზაკის მეთოდით“. თემის ხელმძღვანელი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის  ასოცირებული  პროფესორი  შორენა ხეცურიანი.

თსსუ–ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 4 სექციაში (ზოგადი ქირურგია, კარდიოქირურგია, შინაგანი მედიცინა და ფარმაკოლოგია), სადაც მათ  ჟიურის გადაწყვეტილებით  პირველი ხარისხის დიპლომები  დაიმსახურეს.
კონფერენციის ფარგლებში სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მასპინძლებმა თსსუ–ის წარმომადგენლებს მიულოცეს მოპოვებული წარმატება, ისაუბრეს  როგორც მიმდინარე, ასევე, მომავალ საგრანტო პროექტებზე და ურთიერთთანამშრომლობისა და კოლაბორაციის განვითარების საკითხებზე.