თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი გლობალური განათლების გამოფენაზე

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი გლობალური განათლების გამოფენაზე

2024  წლის 17-19 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა თსსუ-ის კონტრაქტორის,  საერთაშორისო სტუდენტთა მომზიდავი კომპანიის -  Qadri International Educational Consultancy   მიერ ორგანიზებული გლობალური განათლების გამოფენა „ექსპო 2024“. ღონისძიებაში მონაწილოება მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ  ქეთევან ბიბილაშვილმა და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის განყოფილების უფროსმა მარიამ სვანიშვილმა.  უნივერსიტეტების გამოფენა ჩატარდა ორ ქალაქში - დუბაისა და აბუ-დაბიში.

ღონისძიების ფარგლებში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გაესაუბრნენ 200-ზე მეტ აპლიკანტს. გამოფენაზე მისულ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამების, ფასების, სტუდენტური ცხოვრების და აგრეთვე, საქართველოში ცხოვრების პირობების შესახებ. დაინტერესებულ პირებს დაურიგდათ თსსუ-ის საინფორმაციო ბროშურები და სამახსოვრო აქსესუარები.   

აღსანიშნავია, რომ გლობალური განათლების გამოფენაზე მონაწილეობას იღებდნენ ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, მალაიზიის, ჩინეთის, გერმანიის და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.