თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი  ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში

2023 წლის 8-12 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თსსუ-ის ფიზიკისა და  ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო ცხვედიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ესტონეთში, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში.

ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო Erasmus+  ინტერ-ინსტიტუციური თანამშრომლობის  პროექტის ფარგლებში,

ესტონეთში ყოფნისას თსსუ-ის წარმომადგენლები შეხვედნენ ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს გრეტა სოორუსს და Erasmus + ინსტიტუციურ კოორდინატორს ელინა როოსარ-კორბას. მასპინძელმა მხარემ წარადგინა ინფორმაცია ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის საერთაშორისო პროექტების შესახებ.  

ვიზიტის მეორე დღეს ქალბატონები: ირინა კაპეტივაძე და ნინო ცხვედიანი დაესწრნენ  პრაქტიკულ მეცადინეობას - „სიმულაციურ გაკვეთილს“, რომელსაც უძღვებოდა საექთნო სკოლის ხელმძღვანელი სიირი მაასენი. 

თსსუ-ის წარმომადგენლები, ასევე, შეხვდნენ ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის საბაზისო მოდულების ხელმძღვანელს, პროფესორ მარელე გრუნთალ-დრელს, რომელმაც ისაუბრა კოლეჯში არსებულ სასწავლო მეთოდებსა და შეფასების წესზე.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარადგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების,  საუნივერსიტეტო კლინიკების, საერთაშორისო პროექტებისა და  პარტნიორების, სტუდენტთა და რეზიდენტთა გაცვლითი პროგრამების შესახებ. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ასოცირებულ პროფესორთან ვიქტორია რეპინთან და პროფესორ ლიუდმილა ლინნიქთან, სადაც განხილულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩართვა იმ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში, რომელშიც უკვე ჩართულია ტალინის ჯანდაცვის კოლეჯი. 

ვიზიტის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტალინის ჯანდაცვის კოლეჯს შორის, Erasmus+ ინტერ-ინსტიტუციური პროექტის ფარგლებში, გაფორმდა ახალ ხელშეკრულება, სადაც თსსუ წარდგება, როგორც პროექტის ასოცირებული პარტნიორი.