თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ტოკიოში

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ტოკიოში

2024 წლის 22-24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ტოკიოში (იაპონია), უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის 2024 წლის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, ვიცე-კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი. 

ღონისძიებას მასპინძლობდა იაპონიის სოფიის უნივერსიტეტი. კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, დელეგატებს სიტყვით მიმართეს ტოკიოს სოფიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა იოშიაკი თერუმიჩიმ; ავსტრალიის მურდოქის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, ენდრიუ დიკსმა და იაპონიის განათლების კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ტაკაბე არატამ. დამსწრე აუდიტორიას მიესალმა და წარმატებული მუშაობა უსურვა  თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას თსსუ-სთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტებმა, მათ შორის ტოკიოს სოფიას და ჰიროშიმას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. 

იაპონიაში ვიზიტისას თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა იაპონიაში საქართველოს ელჩს, ბატონ თეიმურაზ ლეჟავას, რომელმაც ისაუბრა იაპონიის უნივერსიტეტების მხრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დიდ ინტერესზე. აღსანიშნავია, რომ ელჩის შუამდგომლობით შედგა კომუნიკაცია ტოჰოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.