თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ქირურგთა კოლეჯის  104-ე ყოველწლიური კონგრესის მუშაობაში

თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ქირურგთა კოლეჯის 104-ე ყოველწლიური კონგრესის მუშაობაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზაზა დემეტრაშვილი, 2018 წლის 21-25 ოქტომბერს იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში ქალაქ ბოსტონში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საზოგადოების, ამერიკის ქირურგთა კოლეჯის  104-ე ყოველწლიურ კონგრესზე დასასწრებად. ამასთან ერთად ბატონი ზაზა დემეტრაშვილი წელს აირჩიეს აღნიშნული კოლეჯის წევრად, რომლის ოფიციალური დადასტურება მოხდა  კოლეჯის პრეზიდენტის მიერ კონგრესის მიმდინარეობისას 24 ოქტომბერს ზოგადი ქირურგიის სექციაზე.

ღონისძიებაზე, ასოცირებული პროფესორი ზაზა დემეტრაშვილის დოქტორანტმა ლევან წამალაიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: ,,Incidence of Postsplenectomy Thrombosis of Splenic, Mesenteric and Portal Vein (PST_SMPv) in 953 Patients at a Multisite Single-Institution and Vaalidation of PST-SNPv Classification”. აღნიშნული ნაშრომი შესრულებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მეიოს კლინიკაში.